ქვემო ქართლში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს.

„ინდივიდუალური მეწარმე ი.ს. ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა. ამავდროულად, ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი.

მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი", - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 29 უკანონო საწარმო გამოავლინა, მათ შორის 18 - ქვემო ქართლის რეგიონში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა