მეც ისეთივე მართალი ვარ, როგორც ყველა რეჟიმის ყველა ტყვე - ნიკა კაცია

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პროევროპულ აქციებზე დაკავებული ნიკა კაცია ციხიდან წერილს აგზავნის და წერს, რომ მის საკანში გიორგი ახობაძე და ზვიად რატიანი გადმოიყვანეს.

კაცია წერს, რომ "ისეთივე მართალია, როგორც ყველა, რეჟიმის ყველა ტყვე".

„მე, გიორგი ახობაძე და ზვიად რატიანი რომ ერთ საკანში აღმოვჩნდით, გაგიხარდათ ვიცი. ჩემი ძმის დახმარებით ამ კომენტარს ახლა ის ადამიანები კითხულობთ, ვისაც ჩვენი გადაკვეთა გაგიხარდათ. ისე, რა მოხდებოდა თავიდანვე რომ ერთად ვყოფილიყავით, თუნდაც მე და გიორგი? ან ახლა რა მოხდა, რაიმე ისეთი გავიგე ახობაძეზე რაც მანამდე არ ვიცოდი?

ახლაც და სულაც ვიცი, ისეთივე მართალია ყველა, როგორც მე. მეც ისეთივე მართალი ვარ, როგორც ყველა, რეჟიმის ყველა ტყვე. ახობაძე რანაირად მოგრიალდა მერე მოგიყვებით. „კამერიდან" გადმოვიდა თუ რიტუალების სასახლიდან არ ვიცი. საკანიც არის და საკანიც. თან ვემუქრები ყველგან მოვყვები მეთქი „პატარძალივით" ვიზიტის შესახებ.

ზვიადისთვის წერილის მიწერა აღარ მჭირდება, უწყვეტ პროტესტში უწყვეტად მონაწილეობის გამო. ან აქვე დავწერ და მაგიდაზე დავუტოვებ. მოკლედ, განწყობა გადასარევი, მუხტი არაჩვეულებრივი.

პუტინს, მისი რეჟიმის და არაადამიანობის ნებისმიერ მომხრეს, სამ ხმაში ვაგინებთ. ვიძინებთ და ვიღვიძებთ რწმენით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ პატარა სიახლემ რომ გაგახარათ, მითხრეს და ჩემი სურვილის შესახებაც, ორი სიტყვით გადაეცით დანარჩენ საქართველოს, რომ ჩვენსავე ხელშია ის შანსი, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. გაერთიანდით, ერთად დადექით, არ გაუშვათ ერთმანეთს ხელი და პატარა სიხარული დიდი ბედნიერებად გადაიქცევა", - წერს კაცია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა