საბა ბუაძემ ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია და პოლიტსაბჭო დატოვა

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საბა ბუაძემ ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია და  პოლიტსაბჭო დატოვა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, რიგითი წევრის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან.

"მეგობრებო,

ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რადგან პარტიის პოზიცია უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:

1. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;

2. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ლელოს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ ლელოს პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;

3. ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!" , - წერს ბუაძე.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა