ვინც ნამახვანის აქციებს მხარს უჭერდა პასუხისმგებელია მომხდარზე - გოცირიძე

სულ ნახვები : 209
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვინც ნამახვანის აქციებს მხარს უჭერდა პასუხისმგებელია მომხდარზე, - ამის შესახებ რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვინც ნამახვანის აქციებს მხარს უჭერდა, ზოგი უცოდინარობით, ზოგი სიბრიყვით, ზოგი სასარგებლო( სინამდვილეში უსარგებლო) იდიოტის როლში, ზოგიც გულწრფელად შეწუხებული ბუნებაზე, მაგრამ ვერ აღიქვამდა ქვეყნის კომპლექსურ საჭიროებებს, პასუხისმგებელია მომხდარზე. რა თქმა უნდა, მთავარი დამნაშავე არის “ოცნების” რუსული ხელისუფლება. 

ნამახვანის აქციებში შეუძლებელია არ ყოფილიყო რუსეთის ხელი. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის წინააღმდეგ “მწვანე” საპროტესტო გამოსვლები ფინანსდებოდა რუსეთის მიერ, ისე, რომ არც კი იცოდნენ ამის შესახებ. ფული შემოვლითი გზით ევროპიდან შემოდიოდა. ეს გვიან გახდა ცნობილი. ამ პროექტის გამო ორჯერ ააფეთქა რუსეთმა შევარდნაძე. 

ხელშეკრულება(მთავრობა)  ცუდია და ვარლამი კარგი-დაახლოებით ეს მიდგომა გამოსდით იმ ადამიანებს, რომლებიც შეცდომით ამ აქციებში მონაწილეობდნენ და ახლა რაღაცით უნდათ რომ ცოდვები მოინანიონ. 

1,2 მილიარდ ლარს წაიღებს თურქული კომპანია საქართველოს ბიუჯეტიდან. ეს დაახლოებით იმდენია, რამდენი მოგებაც უნდა მიეღო ამ კომპანიას ოცდაათი წლის განმავლობაში ინვესტიციებზე გაწეული დანახარჯების ამოღების შემდეგ( პროექტი ამ ვადაზე იყო გათვლილი). უშრომელად მიიღეს იმდენი, რამდენიც მრავალწლიანი შრომის შედეგად უნდა მიეღოთ. 

უშუალო დამნაშავეებს ციხე რომ არ ასცდებათ, ამას დავინახავთ მომავალში", - წერს გოცირიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა