"ლელომ" რაც გააკეთა ღალატია - "დაფიონი"





...
ბრძოლა არ არის ის, რაც “ლელომ” გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით, - ამის შესახებ მოძრაობა "დაფიონის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
"ვუერთდებით!
ბრძოლა არ არის ის, რაც “ლელომ” გააკეთა. ეს ღალატია, პირდაპირი მნიშვნელობით.
ბრძოლა იმართება ციხის კედლებს მიღმა, ქუჩებში, სასამართლოებზე და ხმაში, რომელიც არ გაჩუმებულა და არც გაჩუმდება!
ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ მათ, ვინც მართლა იბრძვის!
ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს!
არ წახვიდე არჩევნებზე, რომელსაც არანაირი შანსი არ აქვს სამართლიანობის.
როცა ბრძოლის დროს ხალხს ღალატობ, შენ უკვე აღარ ხარ ოპოზიცია, შენ ხარ პოზიცია, თან სამარცხვინო პოზიცია.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!", - წერს "დაფიონი".
ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.