როცა 60-ზე მეტი ჩვენი თანატოლი უკანონო პატიმრობაშია შეუძლებელია საუბარი სკამებსა და არჩევნებზე - "სართული"





...
"როცა ქვეყანა მიტაცებულია და 60-ზე მეტი ჩვენი თანატოლი უკანონო პატიმრობაშია — შეუძლებელია საუბარი სკამებზე და არჩევნებზე
პოლიტიკა ჩვენთვის არის თანმიმდევრულობა და პრინციპები, რომლებსაც არ ვუღალატებთ", - ასე ეხმაურება "სართული - ახალი თაობა" "ლელო -ძლიერი საქართველოს" გადაწყვეტილებას არჩევნებზე მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
"როცა ქვეყანა მიტაცებულია და 60-ზე მეტი ჩვენი თანატოლი უკანონო პატიმრობაშია — შეუძლებელია საუბარი სკამებზე და არჩევნებზე
პოლიტიკა ჩვენთვის არის თანმიმდევრულობა და პრინციპები, რომლებსაც არ ვუღალატებთ.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა არ გადის 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე მანდატისთვის ბრძოლაზე და ამით
”ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მინიჭებაზე.
მალე გაგაცნობთ მოძრაობა
”სართულის“ დეტალურ გეგმასა და სტრატეგიას.
ბოიკოტი ჩვენთვის არ ნიშნავს სახლში ჯდომას და “ოცნების” მორიგი შეცდომის ლოდინს — ვიწყებთ შრომის და ბრძოლის ახალ ეტაპს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.