რუსებმა კიევს და ზაპოროჟიეს დაარტყეს - არიან დაშავებულები

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

6 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს, მტრის ძირითად სამიზნეს ზაპოროჟიე და კიევის ოლქი წარმოადგენდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწყობები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ნაწილობრივ დაინგრა კერძო საწარმოს შენობა.

ფედოროვის ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმა სოფელ იურკოვკაში განხორციელდა, სადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და 89 წლის ქალი დაშავდა.

ასევე, კიევის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა განაცხადა, რომ ვიშგოროდის რაიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა, განადგურდა ოთხი ავტოფარეხი და დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა