Mattel-მა გამოუშვა ბარბის თოჯინა, რომელზეც დიაბეტით დაავადებული გოგონაა გამოსახული
...
Barbie-ს მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა ახალი თოჯინა წარმოადგინა, რომელიც 1 ტიპი დიაბეტით დაავადებულ გოგონას გამოსახავს, - იტყობინება Yahoo კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით.
„1 ტიპის დიაბეტით დაავადებული ბარბის თოჯინა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს გზაზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ბავშვმა შეძლოს საკუთარი თავის დანახვა ბარბიში“, - განუცხადა Yahoo-ს Barbie-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და Mattel-ის თოჯინების ხელმძღვანელმა კრისტა ბერგერმა.
თოჯინის შესაქმნელად Mattel-მა ითანამშრომლა Breakthrough T1D-თან, ორგანიზაციასთან, რომელიც ეძღვნება 1 ტიპის დიაბეტით დაავადებული ადამიანების კვლევასა და ადვოკატირებას.
მისი დახმარებით, Mattel-მა შექმნა ბარბი, რომელსაც სისხლში შაქრის მრიცხველი გულის ფორმის სახვევით აქვს მიმაგრებული ხელზე. თოჯინას ასევე წელზე ინსულინის ტუმბო აქვს მიმაგრებული.
ბარბი ლურჯ წერტილებიან სამოსს ატარებს, რადგან ლურჯი წრე დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების გლობალური სიმბოლოა.