„ხმელ ფოთოლს“ ქართველი მაყურებელი ქუთაისის კინოფესტივალზე ნახავს
სულ ნახვები :
361
....
ლოკარნოს კინოფესტივალი 17 აგვისტოს ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვებებით დასრულდა.
მსახიობ ლევან გელბახიანს გადასცეს „ოქროს ლეოპარდი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის შვეიცარულ ფილმში “ნუ მისცემთ მზეს უფლებას“, ხოლო საერთაშორისო კონკურსში ჩართული ქართულ-გერმანული ფილმი „ხმელი ფოთოლი“ ჟიურის „სპეციალური აღნიშვნით“
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, როდის ნახავს „ხმელ ფოთოლს“ ქართველი მაყურებელი, ფილმის რეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ უპასუხა: „ხმელ ფოთოლს“ ქუთაისის კინოფესტივალზე ვაჩვენებთ. იმედია, ვიქნებით ფილმების ყურების ხასიათზე“.