„უცხოური აგენტების“ გამოძიება ბიძინა ივანიშვილით დაიწყონ - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 451
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

.......

უცხოური აგენტების გამოძიება ბიძინა ივანიშვილით დაიწყონ, - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასა და მათი ანგარიშების დაყადაღებას. 

როგორც CNews-სთან საუბრისას პაატა მანჯგალაძე აცხადებს, სწორედ ეს არის  „რუსეთში გაღვიძება“, როდესაც განსხვავებული პოზიციის და მოსაზრების ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით დევნიან. 

„სხვა რა არის რუსეთში გაღვიძება? რუსული კანოინის მიღების შემდეგ იძახდნენ -„გაიღვიძეთ რუსეთში?!“ - კი! -  რუსეთში ხდებოდა ასეთი რამე ზუსტად, რომ ყველა ვისაც განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ყველა, ვინც არ ეთანხმებოდა რეჟიმს, გამოაცხადეს უცხოეთის აგენტებად და დამნაშავეებად. ზუსტადფ ის ხდება , რასაც ვამბობდით.

 თუ უცხიური ფული ნიშნავს უცხოურ აგენტობას, ბიძინა ივანიშვილს უცხოეთში აქვს ნაშოვნი ფული, რუსეთში, მტერ სახელწიფოში, მაშინ ამ გაგებით, ბიძინა ივანიშვილი ყოფილა ყველაზე დიდი აგენტი! არის კიდეც, ალბათ. ამით დაიწყონ,  ბიძინა ივანიშვილით დაიწყო შემოწმება, მისი ფონდებით, მისი ანგარიშებით, მერე გადავიდნენ სხვებზე“, - განუცხადა CNews-ს მანჯგალაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლო0 დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა არასამთავრობო ორგანიზაციების: -  (ა)იპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" , ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", ა(ა)იპ „დემოკრატიის მცველების" , ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" , ა(ა)იპ „საფარის" , ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის" საბანკო ანგარიშებზე ყადაღების დადების თაობაზე.  ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა