გახარიას განცხადებებზე პასუხისმგებლობა უკვე შენზეც არის - წითლიძე კუპრაძეს
სულ ნახვები :
231
…
გიორგი გახარიას ინტერვიუს ენმ- წევრი ანი წითლიძე ეხმაურება.
ის ირაკლი კუპრაძეს მიმართავს და ამბობს, რომ გახარიას განცხადებებზე პასუხისმგებლობა მასაც აკისრია:
“Irakli Kupradze - გახარიას განცხადებებზე პასუხისმგებლობა უკვე შენზეც არის, შენი პარტნიორია და ვერ იქნები სირაქლემის პოზიციაში.
საჯაროდ მოგმართავ:
ეთანხმები გახარიას იმ ნაწილში, სადაც ღიად ამბობს რომ პარლამენტის მანდატების დატოვება შეცდომა იყო და არ გამორიცხავს პარლამენტში შესვლას?
თქვენ რა პოზიცია გაქვს ამათზე? და რა ქვია ამ საქციელს?”-წერს წითლიძე.