ეს კრიტიკა კი არ არის, ეს არის ბოღმის ნთხევა - კახა კალაძე ერეკლე მეორის ძეგლზე
.....
ეს კრიტიკა კი არ არის, ეს არის ბოღმის ნთხევა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ორი დღის წინ გახსნილი ერეკლე მეორის ძეგლის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ადამიანები, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, სიცრუით და ცილისწამებით არიან დაკავებულნი.
„ეს კრიტიკა კი არ არის, ეს არის ბოღმის ნთხევა. გაგიჟებულები არიან, ახლადგახსნილ ძეგლს ხან რა დაუწუნეს, ხან რა. ბოლოს ის მოიფიქრეს, რომ ერეკლე მეორეს ხმალი არ უკავიაო. უბრალოდ წარმოუდგენელია. ვინც ამ ძეგლს აკრიტიკებს, ისინი დაკავებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ სიცრუით და ცილისწამებით. არაფერი გააჩნიათ და არიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.