მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა
სულ ნახვები :
218
...
მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. - ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.
ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს.