რიკოთის მაგისტრალური გზა ექსპლუატაციაში სრულად წლის ბოლომდე შევა

სულ ნახვები : 163
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

ჩუმათელეთი–ხევის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე დარჩენილი ორი ზოლის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მოინახულა. 

მინისტრის თქმით, ამ ორი ზოლის დასრულებით, რიკოთის მაგისტრალური გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში.

რიკოთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის დარჩენილ 4-კილომეტრიან მონაკვეთზე აღმოსავლეთ–დასავლეთის მიმართულების ორი ზოლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ტრანსპორტი მოძრაობს. ამჟამად მიმდინარეობს ორი ზოლის მოდერნიზება-მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც რიკოთის მაგისტრალური გზა სრულად შევა ექსპლუატაციაში.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2-ზოლიანი ჩქაროსნული გზა და აშენდება 5 ახალი ხიდი.

რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს. ახალი მაგისტრალი სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე განათების სისტემით.

რიკოთის მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) შემადგენელ ნაწილს. ამჟამად, ავტოტრანსპორტი სარგებლობს რიკოთის ახალი მაგისტრალის 96%-ით.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა