მე არ მჯერა არანაირი შეთქმულების თეორიის ლილუაშვილ/ყოფილებთან - ანა წითლიძე

სულ ნახვები : 224
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე არ მჯერა არანაირი შეთქმულების თეორიის ლილუაშვილ/ყოფილებთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე წერს.

მისი თქმით, ყველაფერი რასაც ამბობენ დაკავებულები კონტროლდება მათივე უფელაბადამცველების მხრიდან და ისინი არაფერს ზედმეტს არ საუბრობენ, მით უფრო არ აქვთ შემხებლობა შეთქმულების თეორიებთან.

„დღეს მედიასთან ვთქვი და აქაც გავიმეორებ.

გასაგებია ნებისმიერი კითხვა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და ისიც რომ მოლოდინია ორგანიზატორები რას იტყვიან.

მაგრამ უნდა გვესმოდეს:

ეს ადამიანები არიან ტყვეობაში, სადაც ყველა მათი სიტყვა მათ შორის ადვოკატებთან იწერება და კონტროლდება. ნებისმიერი მათი განცხადება, მითუმეტეს თუ აბსურდულ შეთქმულების თეორიებს გავყვებით, რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს არა მხოლოდ უკვე დაკავებულების წინააღმდეგ ბრალის დასამძიმებლად, არამედ გაზარდოს დაკავებულების წრე!

ორგანიზატორებს საკუთარი თავები გადადებული აქვთ და არ ადარდებთ, 20 წელი ან უვადო რომ მოგვისაჯონ მაგასაც ველითო - ასეთია მათი განწყობა - მაგრამ დარდობენ იმ ადამიანებზე რომლებიც რეჟიმს ჰყავს ტყვედ 4 ოქტომბრის შემდეგ და რომელთა წინააღმდეგაც რეჟიმს შეუძლია ნებისმიერი ზედმეტი სიტყვა ორგანიზატორების მხრიდან, მათივე ბრალის დასამძიმებლად გამოიყენოს.

ეს ადამიანები, იქ, საპატიმროში უყურებენ ტელევიზორს და თითოეული სიტყვა გარეთ რას ვიტყვით - არის მათთვის იმედი და მოტივაცია. ნუ, ვიზამთ ისე გული გავუხეთქოთ ამ ხალხს.

მე არ მჯერა არანაირი შეთქმულების თეორიის ლილუაშვილ/ყოფილებთან.

არც ხაბეს, არც მურთაზს, არც პაატას - არ გაუჭირდება, შესაბამის დროს, უპასუხონ კითხვებს რაც დაისვა.

ციხეში წავიდა ეს ხალხი და თავი გაწირა ამ პროცესში და რა უნდა იყოს კითხვა რომელიც ამაზე მეტია და რთული საპასუხო?

შეწყვიტეთ ამ ადამიანების დამუნათება და ისტერიკა“, - წერს წითლიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა