წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაკოვში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა.

დაფიქსირდა  მიკედლებული ძაღლის სიკვდილის შემთხვევა, რის შემდეგაც    სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ქვემო ქართლის დეპარტამენტის ვეტერინარებმა ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ჩაატარეს და პათოლოგიური მასალის ნიმუში აიღეს.

ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა.

“სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადების კერაში მყისიერად დაიწყეს საკარანტინო ღონისძიებები – ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია, სადეზინფექციო სამუშაოები, ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. ფაქტის შესახებ ეცნობა ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურებს”, – აცხადებენ უწყებაში.

მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცხოველებში ცოფის 6 შემთხვევაა გამოვლენილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა