ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს - „გამჭვირვალობა“

სულ ნახვები : 259
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.   

ორგანიზაციის ცნობით, დეკლარაციები აგვისტოს შემდეგ აღარ ქვეყნდება.

„ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს. დეკლარაციები უკვე მეორე თვეა, აგვისტოს შემდეგ აღარ ქვეყნდება. 

დეკლარაციების საჯაროობა კანონის მოთხოვნაა, რასაც რაჟდენ კუპრაშვილის უწყება უკვე მეორედ არღვევს. პირველ შემთხვევაში დეკლარაციები 6 თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე იყო დახურული ე.წ. „ტექნიკური ხარვეზის“ გამო.

დეკლარაციების დამალვა ვერ აიხსნება ვერც შარშან მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით, რომლის თანახმადაც, 2024 წლის სექტემბრიდან ჩაბარებული დეკლარაციების გასაჯაროება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 2 თვით გადავადდა.

ამ ცვლილების ამოქმედების გამო მართლაც იყო წყვეტა დეკლარაციების გამოქვეყნებაში 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, თუმცა ამის შემდეგ დეკლარაციები ყოველდღიურად ქვეყნდებოდა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა