მოკრივე ლიზა ლობჟანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
სულ ნახვები :
285
...
მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. მოკრივე ლიზა ლობჟანიძემ (66 კგ) ფინალი ინგლისელ რუბი-ჯო დოს სანტოსთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოკრივემ მეოთხედფინალში ისრაელის წარმომადგენელ ალექსანდრა კერდოლს აჯობა, ნახევარფინალში კი პოლონელ ნადია მუჩას სძლია.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია.