2016 წელს გიგა ბოკერიამ დაშალა პარლამენტში შესული ენმ და მიშას ხმებით ისხდნენ იქ ოთხი წელი - ელისო კილაძე
...
2016 წელს გიგა ბოკერიამ დაშალა პარლამენტში შესული ენმ და მიშას ხმებით ისხდნენ იქ ოთხი წელი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქრონიკა+“ - ის რედაქტორი ელისო კილაძე წერს.
მისი თქმით, ის ვერ იქნება სიმპათიით განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დემოკრატიად, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მხარდასაჭერ ბანერებთან ბრძოლას მიიჩნევენ.
„პოლიტიკურად უმწიფრები ვყოფილვართ ის ხალხი,რომლებიც მარტო ვიბრძვით 13 წელია!
პოლიტიკურად მწიფრებისთვის მხოლოდ ორ ფაქტს მოვიტან:
2016 წელს გიგა ბოკერიამ დაშალა პარლამენტში შესული ენმ და მიშას ხმებით ისხდნენ იქ ოთხი წელი, რა ცეცხლი დაანთეს და რა მოიგეს, გვახსოვს!
2018 წელს, საპრეზიდენტო კანდიდატად დააყენეს დავით ბაქრაძე,რომელმაც ზუსტად იმდენი ხმა მიიღო, რამდენიც გრიგოლ ვაშაძეს დააკლდა პირველ ტურში გამარჯვებისთვის!
ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს გონია დემოკრატია!“, - წერს კილაძე.
ცნობისთვის, გუშინ, 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერები, თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია, აქციის პერიმეტრზე დგომას უშლიდნენ, თუმცა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თავიანთი პოზიციები არ დათმეს და შეახსენეს გიგა ბოკერიას, ვინ მოიყვანა პოლიტიკაში.