ლიეტუვამ ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა

სულ ნახვები : 286
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა ბელარუსთან საზღვრის დაკეტვის გეგმას განახორციელებს, რომელიც მხოლოდ იმ დიპლომატებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს არ შეეხებათ, რომლებიც ბელარუსს ტოვებენ. მისი თქმით, ლიეტუვა ჩამოაგდებს ნებისმიერ საჰაერო ბუშტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.

„ამით ვუგზავნით სიგნალს ბელარუსს და ვეუბნებით, რომ აქ არცერთ ჰიბრიდულ თავდასხმას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა მკაცრ ზომას მივიღებთ ასეთი თავდასხმების შესაჩერებლად“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.

მისივე თქმით, ქვეყანა არ გამორიცხავს ნატო-ს მე-4 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მოწვევის შესაძლებლობას.


ცნობისთვის, რომ ლიეტუვამ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა