აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო 54-ჯერ, ჯამში 270 000 ლარით არის დაჯარიმებული

სულ ნახვები : 594
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო 54-ჯერ, ჯამში 270 000 ლარით (თითო შემთხვევაზე 5,000 ლარით) არის დაჯარიმებული - ამის შესახებ ადვოკატი იაჰან ჰასანლი სოციალურ ქსელში წერს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი  მარნეულის იზოლატორშია მოთავსებული.

„დღეს მოვინახულე აფგან სადიგოვი, მარნეულის იზოლატორში. თავს კარგად გრძნობს. მისი პირველი შეკითხვა და სანერვიულო იყო ის, ტარდებოდა თუ არა რუსთაველზე აქცია და იკეტებოდა თუ არა რუსთაველის გამზირი.

მას უკვე ჩაბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება. აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვის გამო 54-ჯერ, ჯამში 270 000 ლარით (თითო შემთხვევაზე 5,000 ლარით) არის დაჯარიმებული. მისი პირველი კითხვა მაინც ის იყო „ტარდება თუ არა რუსთაველზე აქცია?“ და „გადაიკეტა რუსთაველი?“ მან მთხოვა, რომ საჯაროდ გადავცე ყველას მისი მადლობა და სიტყვები: „ბრძოლა ბოლომდე!“.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს 14-დღიანი პატიმრობა 23 ოქტომბერს შეეფარდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა