გასულ ზაფხულს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული „ორეშნიკის“ ტიპის სარაკეტო სისტემა გაანადგურეს
სულ ნახვები :
313
...
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვასილ მალიუკის თქმით, ოპერაცია საიდუმლოდ იყო და წარმატებული დივერსიის შესახებ მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტებმა იცოდნენ. მისი თქმით, „განადგურება 100 პროცენტით განხორციელდა“.
ასტრახანის რეგიონში, კაპუსტინ იარის პოლიგონზე ერთ-ერთი სარაკეტო სისტემა აფეთქდა.
„ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა არის მიწა-ზედაპირის ტიპის რაკეტა და, არსებული ინფორმაციით, შეიძლება აღჭურვილი იყოს როგორც ბირთვული, ასევე ჩვეულებრივი ქობინით. რუსული კლასიფიკაციის მიხედვით, მისი მოქმედების რადიუსი, სავარაუდოდ, 5500 კმ-ს აღწევს.