წლიური ინფლაციის დონემ ოქტომბერში 5.2% შეადგინა - საქსტატი
სულ ნახვები :
111
...
2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2% შეადგინა- მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის“ მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4 % განისაზღვრა.