გაათავისუფლეთ 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა - ქეთევან ბაკარაძე

სულ ნახვები : 176
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ოცნება, რომელიც ქართველობასა და ტრადიციებზე გვესაუბრება, ერთსაც ივიწყებს და მეორესაც, როდესაც საქმე ძალაუფლებას ეხება, - ამის შესახებ დღეს, 3 ნოემბერს ,,ქართული ოცნების” პარლამენტის, გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, ქეთევან ბაკარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ბაკარაძე მოუწოდებს ხელისუფლებას გაათავისუფლონ, აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა.


,,გუშინ დააკავეს 71 წლის პენსიონერი ქალი, რომელიც გარდა იმ სირთულეებისა, რასაც პენსიონერები გადიან ჩვენს ქვეყანაში, 30 წელია ელოდება სახლს და საკუთარ ჭერს თავზე - ზუსტად ისე, როგორც ათასობით სხვა დევნილი ოჯახი.


დაულუქეს თანხაც, რომელიც თან ჰქონდა - 2 ლარი 55 თეთრი. ალბათ ესეც იმ 45 ლარიდან შერჩენილი თანხაა, რასაც სახელმწიფო გასცემს თვიდან თვემდე დევნილებისთვის. ხოლო კორუმპირებულ საკუთარ თანაგუნდელებზე, რომლებმაც მათივე გამოძიებით მილიონობით ლარი მოპარეს სახელმწიფოს, გირაოს დაჯერდნენ.

აზა ჩილაჩავა, ოკუპაციის პირდაპირი მსხვერპლი, ერთხელ უკვე გამოაძევეს საკუთარი სახლიდან ომის, ტყვიისა და ძალადობის გამო. 


ქალბატონი აზა არ საჭიროებს არცერთი დიპლომატისგან წაქეზებას, თუ წახალისებას, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და იზოლაცია გააპროტესტოს, როგორც ეს დღეს ბატონმა პაპუაშვილმა განაცხადა. ის არის მოქალაქე, რომელმაც ერთხელ უკვე დაკარგა სამშობლო

და ამის შემდგომ ვინმეს უკვირს, რომ ომგამოვლილ პენსიონერ ქალს პროტესტი უჩნდება მსგავს უსამართლობაზე?! 


ასეთი ყალბია ოცნება “ტრადიციულ ღირებულებებშიც”, რადგან, თუ რაიმეზე დგას ქართული თვითმყოფადობა, პირველ რიგში ხანდაზმულების პატივისცემასა და მათზე ზრუნვაზე.


სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ჩვენს ხანდაზმულებს ისეთი პირობები, რომ აქციაზე დგომა და პროტესტი მათთვის გამოსავლის ერთადერთი გზა არ იყოს.


მოვუწოდებ ოცნებას - პატივი ეცით ქართულ იდენტობას, რომელიც მხოლოდ თქვენი სიყალბის გამართლებისას გახსენდებათ და გაათავისუფლეთ 71 წლის აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა!”,- წერს ბაკარაძე სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა