რამდენ დღესაც მიუსჯიან იმდენხანს ვიდგები აქ - ქუთაისელმა აქტივისტმა აზა ჩილაჩავას მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

სულ ნახვები : 307
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისელმა სამოქალაქო აქტივისტმა, გოჩა უგლავამ აფხაზეთიდან დევნილ, 71 წლის აზა ჩილაჩავას სოლიდარობა გამოუცხადა და მერიის შენობასთან შიმშილობა დაიწყო.

უგლავა იმედოვნებს, რომ ჩილაჩავას მოსამართლე არაფერს არ მიუსჯის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას პატიმრობას მიუსჯიან, აპირებს იშიმშილოს იმდენ ხანს, რამდენიც აფხაზეთიდან დევნილი ჩილაჩავას პატიმრობა გაგრძელდება.

„ვითხოვ, რომ გამოუშვან აზა ჩილაჩავა. ველოდებით, ვიცით რომ შეყვანილი ჰყავთ სასამართლოში. რასაც მიუსჯიან და იმედი მაქვს, რომ არ მიუსჯიან და მოსამართლეში რაღაც სინდისი, ნამუსი, კანონიერება, ადამიანობა და რაღაც გაიღვიძებს მასში და თუ მიუსჯიან, რამდენ დღესაც მიუსჯიან იმდენი დღე ვიდგები აქ მერიასთან“, - განუცხადა უგლავამ Cnews-ს.

 

გიგა გელხვიიძე, Cnews.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა