რამდენი პროცენტით გაიზარდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები? - სებ-ის სტატისტიკა
...
2025 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.95% იყო, 2024 წლის სექტემბერში კი 12.79%.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში ზრდა უფრო მეტად ლარში აღებულ კრედიტებს შეეხო. სებ-ის მონაცემებით, გასულ თვეს, საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.89%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14.47%-ს. მათ შორის, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 11.49%-დან 13.99%-მდე მოიმატა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 17.14%-დან 17.67%-მდე.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს, აქ როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ასევე გაიზარდა იურიდიულ პირებზე.
სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის სექტემბერში ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები 8.36%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 8.13%-ს. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები - 9.51%-დან 9.54%-მდე გაძვირდა.