ადამიანები დააკავეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ან დამცავი ნიღბების ტარების გამო - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი,. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ  X-ზე პოსტებს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ახლა არის ქვეყანაში. 

მისი თქმით, საქართველოში არის ტერორი, რომელიც სულ უფრო ძლიერდება. 

„ტერორი საქართველოში, ახალი რეკორდები: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც ყოველდღიურად ესწრება პროტესტს თბილისში, 100 000 დოლარით დააჯარიმეს ახალი კანონის 55-ჯერ დარღვევისთვის, რომელიც კრძალავს მომიტინგეებს მიერ ქუჩების გადაკეტვას. 

ტერორი საქართველოში - ყოველდღიურად მასობრივი დაპატიმრებები ხდება თბილისში, სადაც საპროტესტო აქციები ზედიზედ 341 დღეა გრძელდება. ადამიანები დააკავეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ან დამცავი ნიღბების ტარების გამო. განმეორებითი დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს! პროტესტის ჩახშობა საბოლოო მიზანია!. 

#დემონსტრაციისთავისუფლება #გამოხატვისთავისუფლება," - წერს  ზურაბიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა