უკვე ერთი წელია, რაც ოცნების რეჟიმი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზას აფერხებს - თამარ კეკენაძე

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, ევროპარლამენტში წარადგენენ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს არამხოლოდ ევროპის, არამედ საქართველოს მომავალსაც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, თამარ კეკენაძე წერს. 

კეკენაძის პოსტის მთავარი ადრესატი „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილია. 

„უკვე ერთი წელია, რაც ოცნების რეჟიმი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზას აფერხებს. ამ პერიოდის განმავლობაში ბატონმა პაპუაშვილმა განსაკუთრებით კარგად მოირგო პროპაგანდისტის როლი და დაუღალავად ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ევროპა დამნაშავეა, ხოლო ხელისუფლება უდანაშაულო მსხვერპლი.

როცა ბატონი პაპუაშვილი საუბრობს სუვერენიტეტის დაცვაზე, სინამდვილეში გულისხმობს საკუთარი სკამების დაცვას;  როცა ამბობს, რომ „ევროპა გვიკარნახებს“ , სინამდვილეში შიშობს, რომ დემოკრატია მათ აღარ მისცემს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დარჩენის შანსს; როცა ამბობს, რომ „ვიცავთ ტრადიციებს“, სინამდვილეში იცავენ მოპარულს ფულს.

„სუვერენიტეტი“ მათთვის ნიშნავს მარტოობას, „ღირებულებები“ - კონტროლის იარაღს და „დემოკრატია“ - საფრთხეს, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინიათ.

მართალია პაპუაშვილი ცდილობს ევროპას დასდოს ბრალი, მაგრამ რეალობას ვერსად გაექცევა - პრობლემა იმ ადამიანებშია, ვინც საქართველოს წინსვლის გზაზე ბარიერად იქცნენ“, - წერს კეკენაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა