მუნი მხოლოდ მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით ხდება გადამდები - თინა ქიტუაშვილი
...
უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, მუნით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა თბილისის 180 , 45, 39, 43, 59, 61, 79, 92, 106, 115, 118, 129, 136, 159, 167, 178, 179, 182, 190 საჯარო სკოლებში და თბილისის 16, 89 და 186 საბავშვო ბაღებში.
შექმნილი ვითარების და თემის აქტუალობის გამო, Cnews- ი დაუკავშირდა კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ექიმ - დერმატოლოგს თინა ქიტუაშვილს, რომელმაც განმარტა რა არის მუნი, როგორ გადადის ეს დაავადება და რატომ არ უნდა დაიხუროს საჯარო სკოლები მუნის ინფექციის აღმოჩენის შემტხვევაში.
თინა ქიტუაშვილი განმარტავს, რომ მუნი არის პარაზიტული დაავადება, რომელიც გადადის მხოლოდ მჭიდრო და მყარი კონტაქტით. აღსანიშნავია, რომ ჰაერწვეთოვანი გზით ეს დაავადება არ ვრცელდება და მუნით დაავადებული ადამიანის გვერდით ყოფნა გადადების სასიშროებას არ წარმოადგენს.
„ეს არ არის ვირუსი, რომელიც ნივთებით შეიძლება გადაედოს სხვა ადამიანს. ეს არის პარაზიტი, რომელიც თვალით უხილავია. იმისათვის, რომ ის შეიჭრას კანში და დაეწყოს ადამიანს მუნის კლინიკა, საჭიროა ხანგრძლივი დრო - გამოვლინდეს კლინიკური დაავადება“,- ამბობს თინა ქიტუაშვილი.
როგორც ირკვევა, პრობლემა მუნის ინკუბაციური პერიოდია, როდესაც ირღვევა ჰიგიენის ნორმები - დაუბანლობა, ერთი და იგივე საწოლით, ასევე ტანსაცმლის გაცვლითი სარგებლობა...ზოგადად, დასასვენებლად გასვლის დროს, საერთო თეთრეულით სარგებლობის შემთხვევები იწვევს მუნს. „მუნის დაავადება და პიკი არის დასვენების შემდგომი პერიოდი, როდესაც მიგრაცია გახშირებულია ....ეს არ ახალია...მუნი ყოველთვის არის და იყო. ეს არ არის შემოტანილი ინფექცია. დატილიანების დროს ვინმეს დაუხურია სკოლა? ასეა მუნის შემთხვევაშიც...მე ვფიქრობ, და ვეთანხმები იმ გაიდლაინებს, როდესაც ოქროს სტანდარტის პრეპარატით მკურნალობის შედეგად 12 საათში ხარ განკურნებული. მე თუ 12 საათში განვიკურნები, რატომ უნდა დაიხუროს სკოლა?დიახ, მე სკოლის დირექტორებმა მომმართეს...გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ ყველა სკოლას ჰყავს ექიმი და ექთანი. მოხდეს ბავშვების ყოველდღიური გასინჯვა რათა გამოვლინდეს დაავადებული, ეს არის აუცილებელი. სკოლიდან და კლასიდან დაუყონებლივ უნდა მოხსნან ის ბავშვი, რომელსაც დაავადება აღმოაჩნდება და ჩართონ მკურნალობაში. მკურნალობა მარტივია და ოჯახის პირობეში შესაძლებელია, დაავადებული ბავშვის ოჯახის წევრებმა უნდა გაითვალისწინონ რომ ბავშვთან კონტაქტი დაავადებას ნიშნავს. გამომდინარე აქედან, ყველა ოჯახის წევრმაც უნდა გაიაროს შესაბამისი მკურნალობა.
რამდენადაც ვიცი, სკოლებში ტარდება დაავადების პრევენციისთვის შესაბამისი დეზინფექცია, თუ განუკურნებული ბავშვი დაბრუნდება სკოლაში, დაავადებაც მარტივად დაბრუნდება .
გასათვალისწინებელია, რომ მუნი მხოლოდ მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით ხდება გადამდები“- ამბობს ექიმი-დერმატოლოგი თინა ქიტუაშვილი CNews-თან საუბარში.
თამუნა მჭედლიშვილი; CNews