ზელენსკი ფრონტზე ჩავიდა და „აზოვის“ მებრძოლებს შეხვდა

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე ჩავიდა და „აზოვის“ მებრძოლებს შეხვდა.

„მე შევხვდი ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის „აზოვის“ სამეთაურო პუნქტში, რომელიც მასთან დაკავშირებულ დანაყოფებთან ერთად დობროპოლიის სექტორს იცავს“, - წერს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე მოისმინა სამხედროების ანგარიშები, განიხილა ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და მიმდინარე საჭიროებები და ყურადღება გაამახვილა შეიარაღების საკითხებზე, დრონების წარმოების მასშტაბირებაზე, ბრიგადების საჭიროებებზე, უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი კორპუსის „აზოვის“ გამოცდილებაზე და სხვა თემებზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა