90 დღით მიდიხარ უცხოეთში, ამას გვაყვედრიან? - ირაკლი ქადაგიშვილი

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს - ამას გვაყვედრიან ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო მოწინავეა ყველგან, მათ შორის ნატოში მას საუკეთესო კონტინგენტები ჰყავდა, თუმცა საჩუქარიც კი არ მიუღიათ ამის გამო. 

„რა არის ეს ვიზალიბერალიზაცია ბოლოს და ბოლოს! 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს - ამას გვაყვედრიან ქართველ ხალხს, რომელმაც ევროპისათვის და ნატოსთვის ამხელა ბრძოლა გასწია?! მთელ ნატოში საუკეთესო კონტინგენტები გვყავდა და ერთი თოფი არ უჩუქებიათ საქართველოსთვის, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა