ChatGPT უფრო სწორ პასუხებს იძლევა, როდესაც უხეშად ესაუბრებიან - კვლევა
...
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და აღმოაჩინეს, რომ ჩატბოტი უკეთ მუშაობს, როდესაც უხეშად ესაუბრებიან. შედეგებმა აჩვენა, რომ 250-ზე მეტი სხვადასხვა მოთხოვნიდან, „ძალიან უხეში“ ტონით სწორი პასუხების 84.8% იყო, ხოლო „ძალიან თავაზიანი“ ტონით - მხოლოდ 80.8%.
ვინაიდან კვლევა რეპუტაციის მქონე ჟურნალისთვის მზადდებოდა, მკვლევარებმა თავი აარიდეს პირდაპირ შეურაცხყოფას და შემოიფარგლნენ ისეთი ფრაზებით, როგორიცაა: „ჰეი, ზარმაცო, გაუმკლავდი ამას“. მკვლევარები ასევე წუხან, რომ როგორც კი მომხმარებლები ამ ლაიფჰაკის გამოყენებას დაიწყებენ, ისინი მალევე დაიწყებენ იგივე მიდგომას მიმართავენ.