საქართვერლოს ძვირფასო მთავრობავ, შენ შენი მოსახლეობა ევროკავშირისკენ არ მიგყავს - მარტა კოსი
..,
საქართველოს მოსახელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავრობა ამბობს, რომ ისინი ევროკავშირში შეჰყავთ - ამ სიტყვებით გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა „ქართულ ოცნებას“ ბრიუსელიდან მიმართა.
ის ამბობს, რომ ოცნება საქართველოს აშორებს ევროკავშირს.
“კონკრეტული ზომები, ცხადია, წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, მაგრამ ნოემბერში ჩვენ, ვიმედოვნებთ, რომ დავამტკიცებთ ვიზის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს გადავდგათ ახალი ნაბიჯები.
მე საქართველოს მოსახელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი მაქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთავრობა ამბობს, რომ ისინი ევროკავშირში შეჰყავთ. საქართვერლოს ძვირფასო მთავრობავ, შენ შენი მოსახლეობა ევროკავშირისკენ არ მიგყავს, არამედ შენ ისინი ევროკავშირისგან შორს მიგყავს. თუ თქვენ სერიოზულად ფიქრობთ ევროკავშირის შესახებ, მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეაჩერეთ ოპოზიციების ლიდერების, ჟურნალისტებისა და იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ. ჩვენ ამის შემდეგ დავილაპარაკებთ“ — თქვა კოსმა.