ქუთაისში 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონატი გაიმართა

სულ ნახვები : 870
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის გაიმართა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და  ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსული 80 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე — 4 წლის გიორგი (ჟორჟი) ხარშილაძე გახლდათ, რომელმა  თავდაჯერებით იასპარეზა და თავის ანგარიშზე 3 მოგებული პარტია ჩაიწერა.

“ქუთაისმა უმასპინძლა ქვეყნის  პირველობას 7 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის, ტურნირი შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა და მონაწილეობდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოსული 80 ნორჩი მოჭადრაკე!

ჩემპიონატის ყველაზე პატარა მონაწილე — 4 წლის გიორგი (ჟორჟი) ხარშილაძე გახლდათ.

მიუხედავად ასაკისა, ჟორჟმა თავდაჯერებით იასპარეზა და თავის ანგარიშზე 3 მოგებული პარტია ჩაიწერა.

ბიჭების ტურნირი.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა:

ალექსანდრე გელენიძემ (თბილისი; მწვრთნელი — გიორგი ხომერიკი),

რომელმაც პირველი ექვსი პარტია მოიგო და მხოლოდ დასკვნით ტურში გააკეთა ყაიმი  მეტოქესთან — 6.5 ქულა! 

ანდრია სარია (წალენჯიხა; მწვრთნელი — ლევან ზარქუა) — 6 ქულა,

ილია ზივზივაძე (ქუთაისი; მწვრთნელი — გიორგი ტყეშელაშვილი) — 6 ქულა,

გოგონათა ტურნირი:

ექვსი გამარჯვებით პირველობა გაინაწილეს.

მარიამ მიქაძემ (ქუთაისი; მწვრთნელი — გიორგი მენაბდე) და

ევა დოლიძემ (თბილისი; მწვრთნელი — ხვიჩა ბახტაძე).

ჩემპიონი დამატებითი მაჩვენებლით გამოვლინდა —

ტიტული მარიამ მიქაძემ მოიპოვა! 

მარიამ ყურუა (თბილისი; მწვრთნელი — ხვიჩა ბახტაძე) — 5 ქულა”- ნათქვამია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა