ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოში უკუსვლის უპრეცედენტო დონეა - ჯერჩინსკი

სულ ნახვები : 61
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორსაა, ვიდრე 2023 წელს, როცა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს - ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოში უკუსვლის უპრეცედენტო დონეა.

“დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორსაა, ვიდრე 2023 წელს, როცა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოში უკუსვლის უპრეცედენტო დონეა.

 სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხები“ — ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში გადასცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა