დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშის შედეგებს - ჰერჩინსკი

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

შეთანხმება მოხდება ამ თვის ბოლოს. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშის შედეგებს, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შესახებ - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები გადადგან იმ ძალიან სერიოზული უკუსვლიდან გამომდინარე, რაც ხდება საქართველოში.

“ამ საკითხის განხილვა მოხდება უვიზო რეჟიმის შეჩერების განახლებული მექანიზმის საფუძველზე, ვფიქრობთ ამ მექანიზმზე შეთანხმება მოხდება ამ თვის ბოლოს. დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშის შედეგებს, სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შესახებ. შემდეგ კი ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები გადადგან იმ ძალიან სერიოზული უკუსვლიდან გამომდინარე, რაც ხდება საქართველოში”- თქვა ჰერჩინსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა