მეცნიერებმა შექმნეს გელი, რომელიც აღადგენს კბილის მინანქარს
სულ ნახვები :
170
..
კარიესი შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს! მეცნიერებმა შექმნეს გელი, რომელიც აღადგენს კბილის მინანქარს.
ბრიტანელმა მკვლევარებმა შექმნეს გელი, რომელიც ხარაჩოს ფუნქციას ასრულებს - იცავს, აძლიერებს და სიტყვასიტყვით „ზრდის“ მინანქარს.
მეცნიერები ამ აღმოჩენას „სტომატოლოგიის წმინდა გრაალს“ უწოდებენ. წარმატების შემთხვევაში, გელი შეიძლება უბრალოდ წაისვათ პრობლემურ კბილებზე, რათა აღდგეს ისინი ტკივილის ან სტომატოლოგთან ძვირადღირებული ვიზიტების გარეშე.
პრეპარატის საწყისმა კვლევებმა უკვე დაამტკიცა მისი ეფექტურობა.