ბაღდათში შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს, უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.

ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.

დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა