აქ რა მინდა, ეგეც არ ვიცი - გიორგი მამნიაშვილი სასამართლო პროცესზე
...
აქ რა მინდა, ეგეც არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია. პრესკარტა მქონდა და პოლიციელებს ვანახე დაკავების დროს. ჩემმა ოქმის შემდგენმა პოლიციელმა ის დალუქა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა გიორგი მამნიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
შსს მამნიაშვილს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
მამნიაშვილმა პროცესზე დაკავების დეტალებზე ისაუბრა:
„აქ რა მინდა, არ ვიცი, სამართალდარღვევა არ ჩამიდენია. პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. პრესბარათი ვაჩვენე დაკავებისას (პოლიციას) და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი... დაკავების მომენტში ვიღებდი სხვა დაკავებულების ვიდეოს, რომლებიც ჩემს წინ დააკავეს - ესენი არიან ცოტნე მირცხულავა და თუ არ ვცდები ლუკა ჭოხონელიძე, რომლებსაც მივყვებოდი ტელეფონით. ვიდეოს გაგზავნა ვერ მოვასწარი, ჩემი დაკავებაც ამ ვიდეოზეა ასახული და გამითიშეს ტელეფონი. რომლის გადაღებაც და გაგზავნაც მოვახერხე ჩათში, თქვენც რომ აღიქვათ მოცემულობა, რომ ნამდვილად ვმუშაობდი, იყო მარიამ მეყანწიშვილის დაკავება. ამის შემდეგ ცოტნე და ლუკა დააკავეს, ამათ მივყვებოდი კადრით, სამართალდამცველმა ჩემი ტელეფონის დაგდება სცადა, რომელიც კადრშიც ჩანს, დაინახვდით ალბათ, ამის შემდეგ ისმის ლაშა სალუქვაძის წამოძახილი - ეგეც მიაყოლეთ თუ ეგეც დააკავეტო, რაც ჩემს ვიდეოშიც ისმის, დარწმუნებული ვარ, - განაცხადა გიორგი მამნიაშვილმა.
გიორგი მამნიაშვილი 22 ნოემბერს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.