ბაღდათში, სოფელ ხანში ხანძრის ქრობი სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს
სულ ნახვები :
126
.
ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტამდე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
მაღალმთიაბნი სოფლის შერეული ტყის ფერდობზე ხანძარი გუშინ გაჩნდა.
ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც.