წამყვან-მენტორობის გამოცდა გაუქმდა? - როგორ აიმაღლებენ პედაგოგები სტატუსს - დეტალები
..
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის ახალი მოდელის პრეზენტაცია ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლის სახლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები პედაგოგებს და დირექტორებს ხვდებიან და განიხილავენ ახალ დოკუმენტს , რომელსაც ჯერ საბოლოო სახე არ აქვს და არც ოფიციალუად გამოქვეყნებულა.
შეხვედრაზე გაჟღერებული დეტალები ცნობილი ხდება - კარიერული წინსვლისთვის, მასწავლებლებმა განაცხადი უნდა წარადგინონ და გაიარონ სპეციალური კურსები, რის შემდეგაც საქმიანობის მიხედვით შეფასდებიან და საბოლოოდ გადაწყდება მათთვის სასურველი სატატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხიც.
ცნობილია, რომ უფროსი მასწავლებელი სტატუსის ასამაღლებლად განაცხადს წარადგენს სკოლაში, ხოლო წამყვანი მასწავლებელი -რესურსცენტრში. ასევე, სტატუსის ამაღლებას პედაგოგები გამოცდით ვეღარ შეძლებენ, წამყვანობასა და მენტორობაზე გადაწყვეტილებას სკოლებსა და რესურსცენტრებში შექმნილი კომისიები მიიღებს.