ჩვენ ვიმარჯვებთ! თავისუფლება ნიკა მელიას! თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს! - ნიკა გვარამია
…
ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათში, პოლიტიკოსების სახელით დაკეთებული საპროტესტო ჟესტია, ისეთივე, როგორიც მედიის სახელით გართტყმული სილა მზია ამაღლობელის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გართყმული სილა პოლიციელის ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს! - ასე ეხმაურება ნიკა მელიასათვის პატიმრობის მისჯას კოალიცია ცვლილებების ერთ- ერთი ლიდერი ნიკა გვქრამია.
ის ამბობს, რომ სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და, რაც მთავარია , სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ:
ჩვენ ვიმარჯვებთ!
“გუშინ ნიკას წელიწადნახევარი მიუსაჯეს და კიდევ წელიწადზე მეტი ციხეში დატოვეს.
ნიკას მიერ შესხმული წყალი მოსამართლის მანტიაში გახვეულ ჯალათში, პოლიტიკოსების სახელით დაკეთებული საპროტესტო ჟესტია, ისეთივე, როგორიც მედიის სახელით გართტყმული სილა მზია ამაღლობელის მიერ და ზვიად რატიანის მიერ კულტურის სახელით გართყმული სილა პოლიციელის ფორმაში გახვეულ რეჟიმის ჯალათებს!
ჩემი მხარდაჭერა ნიკას და მის ოჯახს არა როგორც მეგობრის და თანამებრძოლის მიმართ, არამედ მებრძოლი მოქალაქისა და პატრიოტის მიმართ! ძალიან მალე ერთად ვიქნებით ყველანი ერთად გარეთ!
სანამ ვიბრძვით, სანამ არ გვეშინია, სანამ დაღლილობას და იმედგაცრუებას არ ვახვედრებთ სიზარმაცეს და შემგუებლობას, მანამდე თამამად და მტკიცედ და, რაც მთავარია , სრულიად სამართლიანად შეგვიძლია ვთქვათ:
ჩვენ ვიმარჯვებთ!
თავისუფლება ნიკა მელიას!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
თავისუფლება საქართველოს!”-წერს ნიკა გვარამია.