უკრაინაში ჰასიდური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სინაგოგა დაწვეს
..
27 ნოემბერს, უკრაინის ქალაქ ჩერნოვციში, ჰასიდური სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა, ბროდსკიმ განაცხადა.
„ცეცხლი ჩერნოვცის სადირურას სინაგოგაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის წაკიდების ავტორი ფსიქიკური დაავადებით იტანჯება. ის პოლიციამ დააკავა“, - განაცხადა დიპლომატმა. როგორც ამბობენ, მამაკაცი შენობაში შევიდა, წიგნები შეაგროვა და ცეცხლი წაუკიდა. ბროდსკის თქმით, ცეცხლის წაკიდების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სინაგოგა დაზიანდა.
უკრაინის გაერთიანებული ებრაული თემის ცნობით, „სინაგოგა დაახლოებით 180 წლის წინ აშენდა, 2017 წელს აღდგა და ჰასიდური სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შენობად ითვლება“.