"მოსავლის მართვის კომპანიის" სუბსიდიას, 82 მილიონი ლარი დაემატა.
..
სახელმწიფო უწყების ცნობით, რთველის შეუფერხებლად უზრუნველყოფისთვის საჭირო გახდა დამატებით 82 მილიონი ლარის გამოყოფა.
„ამ პროცესს მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ყოველწლიურად ცდილობს მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების მიღებას, თუმცა მოსავლის წინასწარი პროგნოზირება ფასზე, ამინდზე და კერძო სექტორის საჭიროებებზეა დამოკიდებული, რის გამოც ზუსტი მოცულობის განსაზღვრა შეუძლებელია,“ - აღნიშნავენ კომპანიაში.
როგორც უწყება განმარტავს, სწორედ ამ გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა ან მოცულობების განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია.
რაც შეეხება მოცულობას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს მევენახეობის რეგიონებში რეკორდული რაოდენობის, 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი კერძო სექტორმა, დანარჩენი მოსავლის ნაწილი კი, სახელმწიფომ შეიძინა.
ცნობისთვის, სახელმწიფოს რთველი 2025 წლის სუბსიდირებისთვის უკვე ჰქონდა გამოყოფილი 75 მილიონი ლარი, ამრიგად, წელს ყურძნის სუბსიდირების ბიუჯეტი 157 მილიონი იქნება.
აღნიშნული სუბსიდიით სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.5 ლარად, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძენს კი 1.2 ლარად იბარებდა.