რუსეთში 1.25 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანია
…
რუსეთში 1.25 მილიონი აივ ინფიცირებული
ადამიანია.
ეს ქვეყანაში ყოველი 100 მოსახლიდან ერთია.
ეს მონაცემები როსპოტრებნადზორის აკადემიკოსმა ვადიმ პოკროვსკიმ მოიყვანა.
მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი ინფიცირდება, ხოლო რუსეთში - 50 000-ზე მეტი. ეპიდემიის დაწყებიდან აივ ინფექციამ დაახლოებით 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ესპანური გრიპისა და COVID-19-ის ერთად აღებულ მსხვერპლზე მეტია.
ვირუსი სწრაფად ვრცელდება იქ, სადაც ადამიანები კონტროლს არ ახორციელებენ სექსუალურ ურთიერთობებში და უგულებელყოფენ ძირითად უსაფრთხოებას.
ინფიცირების მაჩვენებელი რუსეთში 3-5-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო მაჩვენებელს. გარდა ამისა, ევროკავშირში მკურნალობაზე წვდომა თითქმის 100%-ია, მაშინ როცა რუსეთში ოფიციალურად რეგისტრირებულთა მხოლოდ 60-70% იღებს მკურნალობას.