ეს ფაქტები შეიცავს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს - ნინო ლომჯარია BBC-ის გამოძიებაზე
...
ძალიან კარგი, თუ ისინი დავას დაიწყებენ, კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება, სადაც მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება წარმოაჩინონ მათი მტკიცებულებები, - განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიოამ ქართული ოცნების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლისთანახმად, ის აპირებს ბრიტანულ გამოცემა BBC-ს უჩივლოს.
როგორც ლმჯარია აღნიშნავს, საქმე გვაქვს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ამ გამოძიებას არა შსს, არამედ თავად პარტია გამოეხმაურა.
„დოკუმენტირებულია ათობით შემთხვევა, მათ შორის საეჭვო და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის. დღემდე შსს ამ გამოძიების, ამ კვლევების, განცხადეების შემდეგაც კი არ ამბობს, რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლთან ერთად, - ანუ, კომბინირებულად იმისთვის, რომ მისი ეფექტი ყოფილიყო უფრო დამაზიანებელი და უფრო მძიმე მოსახლეობისთვის. ისინი იყენებდნენ ერთდროულად რამდენიმე საშუალებას. როდესაც ეს არის გამოყენებული მასშტაბურად, ეს ფაქტები შეიცავს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელიც არის საერთაშორისო დანაშაული. საინტერესოა, რომ არა შსს-არამედ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ საერთაშორისო დავას იწყებენ ამ გამოძიების წინააღმდეგ. ძალიან კარგი, თუ ისინი დავას დაიწყებენ, კიდევ ერთი საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნება, სადაც მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება წარმოაჩინონ მათი მტკიცებულებები“, - განაცხადა ლომჯარიამ.