ყვარელში გვიანანტიკური ხანის, IV-V საუკუნეების კირის საწარმო აღმოაჩინეს

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

არქეოლოგიური კვლევები მიმდინარე წლის ნოემბერში, მდინარე დურუჯის სანაპიროზე ჩატარდა.

სპეციალისტების განმარტებით, მისი სტრუქტურა ახლოს დგას რომაულ და სასანურ-ირანული ტიპის კირის ღუმელებთან, რაც იმ ეპოქის სამშენებლო ტრადიციების შერეულ გავლენებზე მიუთითებს.

არქეოლოგების თქმით, სწორედ ამ ქვითკირით იყო აგებული V საუკუნის პირველი ნახევრის დოლოჭოპის ბაზილიკაც, რომლის მახლობლადაც, რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს აღმოჩენილი საწარმო.

განაშენიანების ხაზი მოწმობს, რომ ეს ტერიტორია ერთიან სახელოსნოთა უბანს წარმოადგენდა.

მურვან-ყრუს ლაშქრობის შედეგად, ქალაქ ნეკრესის განადგურების შემდეგ, კირის საწარმოებიც დაინგრა და დროთა განმავლობაში მიწით დაფარული დარჩა.

პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს თანამედროვე სამშენებლო მასალების კომპანია „ჰანიველ-ცემენტი“, პროცესი კი ყვარლის სათემო ორგანიზაცია “ბოგირის“ ხელშეწყობით ხორციელდებოდა.

არქეოლოგიური ექსპედიცია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია, რომელსაც პროფესორი ნოდარ ბახტაძე ხელმძღვანელობდა.

სამუშაოებში მონაწილეობდნენ როგორც არქეოლოგები და სტუდენტები, ისე ყვარლელი მოხალისეები. 

დოლოჭოპის ბაზილიკა ქართული ქრისტიანული ბაზილიკური არქიტექტურის განვითარების ყველაზე ადრეულ ეტაპს განეკუთვნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა