მე-12 კლასი სპეციალურად გაიხსნება მათთვის, ვისაც ამის სურვილი იქნება - გივი მიქანაძე

სულ ნახვები : 131
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მე-12 კლასი სპეციალურად გაიხსნება მათთვის, ვისაც ამის სურვილი იქნება -ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა დღეს განათლების რეფორმის პრეზენტაციისას.  

რაც შეეხება სასკოლო საფეხურებს,  მინისტრის თქმით, მათში მე-12 კლასი არ შედის. 

„მოსწავლე შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს, შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესსაც დავაკმაყოფილებთ... სასკოლო საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: დაწყებითი იქნება პირველი- მეექვსე კლასი, საბაზო იქნება მეშვიდე - მეცხრე და საშუალო საფეხური იქნება მეათე- მეთერთმეტე კლასები“- განაცხადა მიქანაძემ. 

განათლების რეფორმის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა