სამწუხაროდ, BBC-ს ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია - ირაკლი კობახიძე
…
სამწუხაროდ, BBC-ს ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამ თემაზე დეტალურად განცხადებას შსს გააკეთებს.
„სამწუხაროდ, BBC რომელიც იყო თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას ამ თემაზე გააკეთებს, რა თაქმა უნდა, შს მინისტრი, შს სამინისტრო, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, BBC-ს ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში, თუმცა ჩვენ ვხედავთ დღეს რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, BBC-მ, რაც არის ძალიან სამწუხარო და დასანანი“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, BBC -ის კვლევით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნაერთი „კამიტი“ გამოიყენა.