ვიტკოფი დღეს მოსკოვში პუტინს შეხვდება
სულ ნახვები :
104
..
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი, დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შემდგომი მოლაპარაკებებისთვის.
კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრა დღეს შუადღისას გაიმართება. ფლორიდაში უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების შანსები „კარგად“ შეაფასა.